ერიკ ჰოგი - მომენატრება ეს საოცარი ქვეყანა, მისი კულტურა, ხალხი, ხაჭაპური და სადამკვირვებლო მისიის საოცარი გუნდი
ერიკ ჰოგი - მომენატრება ეს საოცარი ქვეყანა, მისი კულტურა, ხალხი, ხაჭაპური და სადამკვირვებლო მისიის საოცარი გუნდი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხემძღვანელმა, ერიკ ჰოგმა საქართველოში მუშაობა დაასრულა. როგორც ჰოგი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მას მოენატრება საქართველოს კულტურა, ხალხი და ხაჭაპური.

„დღეს ჩემი ბოლო დღეა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მომენატრება ეს საოცარი ქვეყანა, მისი კულტურა, ხალხი, ხაჭაპური და სადამკვირვებლო მისიის საოცარი გუნდი. ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო, ორი წლის განმავლობაში მეხელმძღვანელა 320 საუკეთესო პროფესიონალისთვის, რომლებიც კვირაში შვიდი დღე 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ სტაბილურობისა და ადამიანების უსაფრთხოებისთვის. უსაფრთხოდ იყავით!“ – წერს ჰოგი.

ერიკ ჰოგი ევროკავშირის მისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა. თანამდებობის დატოვებამდე, მისიაში საკუთარი საქმიანობა მან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტ ქეთი ჩოხელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეაჯამა.