ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩორჩანა-წნელისთან სიმშვიდეა

00:57, 31.08.2019

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი „ტვიტერში“ წერს, რომ ჩორჩანა-წნელისთან სიმშვიდეა.

„ვაგრძელებთ მონიტორინგს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა-წნელისის რაიონში 24/7-ზე. ამ ღამით ჩვენ გვყავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხრა წარმომადგენელი, რომლებიც ორ ქართველ კოლეგასთან ერთად არიან. რეგულარული მონიტორინგის ბოლო მონაცემებით, ადგილზე სიმშვიდეა“, – წერს ერიკ ჰოგი.

https://twitter.com/erik_hoeg/status/1167526034557886464

მსგავსი