ერიკ ჰოგი - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობის საქმე აღინიშნა როგორც ძალიან პრობლემური 
ერიკ ჰოგი - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობის საქმე აღინიშნა როგორც ძალიან პრობლემური 

ჩვენ ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით, ჩართულები ვართ მას შემდეგ, რაც ვაჟა გაფრინდაშვილი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე დააკავეს, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„მისია ჩართულია ამ საქმეში ცხელი ხაზის საშუალებით. მე ვიმყოფებოდი ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, სადაც ეს საქმე აღინიშნა, როგორც ძალიან პრობლემური“, – განაცხადა ჰოგმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ყურადღების გათვალისწინებით, რეაგირება იქნება კარგი და ექიმი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება თავის ოჯახსა და მეგობრებს.

„მისი საქმე განსაკუთრებულია, რადგან ის უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი დაკავებული ადამიანების მრავალ საქმეს შორის. ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად საქართველოს ნაწილს შორის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ყოველწლიურად ათობით ადამიანს აკავებენ და თითოეულ საქმეში ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი“, – განაცხადა ჰოგმა.

დატოვე კომენტარი