ერიკ ჰოგი - ოძისის გამშვებ პუნქტზე არც ერთი გადაკვეთა არ ფიქსირდება, რაც ნეგატიურად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე
ერიკ ჰოგი - ოძისის გამშვებ პუნქტზე არც ერთი გადაკვეთა არ ფიქსირდება, რაც ნეგატიურად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ოკუპირებული ცხინვალის სოფელ ოსეთში, სოფელ ოძისში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ერიკ ჰოგის განმარტებით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არც ერთი გადაკვეთა არ ფიქსირდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე ნეგატიურად ისახება.

„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთავარ გამშვებ პუნქტ ოძისში, ჩვეულებრივ დღეებში ევროკავშირის სადამკვირვებლო ჯგუფი დაახლოებით 400 გადაკვეთას აფიქსირებს. დღეს ეს მაჩვენებელი ნულია. ის დახურულია 5 სექტემბრის შემდეგ დასაბუთების გარეშე. აღნიშნული ზომები ნეგატიურად აისახება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაზე“, – წერს ერიკ ჰოგი მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.