ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა. თანხას უკრაინა 2023 წლის განმავლობაში მიიღებს. შესაბამისი წინადადება მომდევნო კვირაში ევროპარლამენტს წარედგინება.
როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის იმედი.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით უკრაინას დახმარება შეღავათიანი კრედიტის სახით გადაეცემა, რომლის ძირითად ნაწილს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაფარავენ. კრედიტის გარანტიას კი ან ევროკავშირის ბიუჯეტი, ან წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ.
18-მილიარდიანი დახმარება, მათ შორის, მოხმარდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას.