ევროკავშირის საბჭომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა
ევროკავშირის საბჭომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნაა რეკომენდებული დაემატა ჩილე, ქუვეითი და რუანდა.
ამასთან, უსაფრთხო ქვეყნების სიიდან მოლდოვა და ბოსნია-ჰერცოგოვინა ამოიღეს.
ამჟამად, ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება – ავსტრალია, კანადა, ჩილე, იორდანია, ქუვეითი, ახალი ზელანდია, ყატარი, რუანდა, საუდის არაბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, უკრაინა, ურუგვაი და ჩინეთი ნაცვალგების პრინციპით.