ევროკავშირის ქვეყნებში 2017 წელს 15 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდა
2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 15 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდა. ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ავტომობილების მწარმოებელთა ევროპული ასოციაციის მონაცემებით, წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ახალი ავტომობილების გაყიდვა 3,4 პროცენტითაა გაზრდილი.
ამ თვალსაზრისით, წელს იტალია და ესპანეთი ლიდერობენ, შემდეგ მოდის საფრანგეთი და გერმანია. პირველად ექვსი წლის განმავლობაში ბრიტანეთში ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა.
გაყიდული ავტომობილების რაოდენობით კვლავ გერმანული კონცერნი Volkswagen – ი ლიდერობს.