ევროკავშირის ონლაინ სამიტზე განვითარებადი ქვეყნებისთვის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად ხუთი მილიარდი ევრო შეგროვდა
ევროკავშირის ონლაინ სამიტზე განვითარებადი ქვეყნებისთვის ხუთი მილიარდი ევრო შეგროვდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის დროს განაცხადა, რომ ახლა ყველაზე საჭირო განვითარებისადმი მრავალმხრივი მიდგომა და ვაქცინის დისტრიბუციაა. სამიტზე შეგროვებული თანხით ევროკავშირი განვითარებად ქვეყნებს პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში დაეხმარება.
„იმის ფიქრი, რომ ვირუსს მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციით დავამარცხებთ მაშინ, როდესაც სხვებს უგულვებელვყობთ, უბრალოდ არასწორია. ჩვენ ერთიან სამყაროში ვცხოვრობთ. ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, ვიდრე სხვები ვირუსს ებრძვიან. ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ვაქცინა, შემდეგ საჭიროა, რომ ეს ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადოთ. სწორედ ამიტომ ვცდილობ, დავარწმუნო მაღალშემოსავლიანი ქვეყნები, რომ ვაქცინა არამხოლოდ თავიანთ მოსახლეობისთვის, არამედ ასევე დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისთვისაც შეიძინონ. სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი კამპანია, გლობალური მიზანი – „გავერთიანდეთ ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.