ევროკავშირის ლიდერები უმაღლესი თანამდებობების კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერები უმაღლესი თანამდებობების კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ.
ხანგრძლივი სამიტის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ დისკუსიის გასაგრძელებლად შემდეგი სამიტის ჩატარება 30 ივნისს იგეგმება.
სამიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა თქვეს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის შემცვლელზე გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული არ ყოფილიყო. უთანხმოებამ შესაძლოა ასევე შეაფერხოს ევროპის ცენტრალური ბანკის და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის დანიშნვნის პროცესიც.