ევროკავშირის ლიდერები უმაღლესი თანამდებობების კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ

11:03, 21.06.2019

ევროკავშირის ლიდერები უმაღლესი თანამდებობების კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ.

ხანგრძლივი სამიტის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ დისკუსიის გასაგრძელებლად შემდეგი სამიტის ჩატარება 30 ივნისს იგეგმება.

​სამიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა თქვეს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის შემცვლელზე გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული არ ყოფილიყო. უთანხმოებამ შესაძლოა ასევე შეაფერხოს ევროპის ცენტრალური ბანკის და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის დანიშნვნის პროცესიც.

მსგავსი