ევროკავშირის ლიდერები დიდ ბრიტანეთს გაერთიანებაში დარჩენისკენ მოუწოდებენ
ლონდონის ხელისუფლება აზრს თუ არ შეიცვლის, მომავალ წელს „ბრექსიტი“, მისი უარყოფითი შედეგებით, რეალობა გახდება – აღნიშნავს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.
ტუსკს მხარს უჭერს ევროკომისიის პრეზიდენტიც. “არ მსურს ლონდონის ყურადღების მიღმა დარჩეს ის, რომ ჩვენი კარი კვლავინდებურად ღიაა”, – აცხადებს ჟან-კლოდ იუნკერი და იმედოვნებს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება მის სიტყვებს შეისმენს.
2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმის შედეგად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა გაერთიანებიდან გასვლას დაუჭირეს მხარი. ლონდონმა ოფიციალური განაცხადი 2017 წლის მარტში გააკეთა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა გაერთიანებას 2019 წლის გაზაფხულზე დატოვებს.