ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის მონაცემებით, გლობალური ტემპერატურა ივნისში რეკორდულად მაღალი იყო
ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის ცნობით, გლობალური ტემპერატურა ივნისშიც რეკორდულად მაღალი იყო.
„კოპერნიკის“ მონაცემებით, ივნისი ზედიზედ მე-13 ცხელი თვეა დედამიწაზე, ხოლო ზედიზედ მე-12 თვეა, რაც ჰაერის ტემპერატურა 1,5 გრადუსით უფრო ცხელია, ვიდრე პრეინდუსტრიულ დროში.
„კოპერნიკის“ მიხედვით, დედამიწაზე 2024 წლის ივნისში საშუალოდ 62 გრადუსი ფარენჰაიტი ფიქსირდებოდა, რაც 30 წლის საშუალო მაჩვენებელზე 1,2 გრადუსით მეტია.
„ეს არის გაფრთხილება, რომ ჩვენ ვუახლოვდებით პარიზის შეთანხმებით დადგენილ ძალიან მნიშვნელოვან ზღვარს“, – ამბობენ „კოპერნიკის“ ცენტრში.
„ეს უფრო მეტია, ვიდრე სტატისტიკური უცნაურობა და ის ხაზს უსვამს კლიმატის მუდმივ ცვლილებას“, – განაცხადა „კოპერნიკის“ დირექტორმა, კარლო ბუონტემპომ.