ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული მედიაციის პროცესში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული მედიაციის პროცესში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული მედიაციის პროცესში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რიგი ღონისძიებები უნდა გატარდეს სამ ძირითად საკითხთან დაკავშირებით.

„შაბათს, „ნამახვანჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას შორის თბილისის გარეთ პირველი შეხვედრა გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რიგი ღონისძიებები უნდა გატარდეს სამ ძირითად საკითხთან დაკავშირებით: უნდა მოხდეს ეფექტური და გამჭვირვალე კონტროლი მშენებლობის პირობებზე და გარემოსდაცვითი ნებართვებზე; უნდა მოხდეს მათი გადახედვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ; რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაციის გადახედვა და ღია დებატები საქართველოს მომავალ ენერგოუსაფრთხოებაზე, რომელიც დაფუძნებულია ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის პროექტის საფუძველზე. მოლაპარაკებები დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის სამდივნოს მედიაციით წარიმართა.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, მოლაპარაკებების მედიატორი ამბობს: „ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფო არის რიონზე სიტუაციის დეესკალაცია. მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები და ხეობაში შესვლა ისევ უნდა იყოს შესაძლებელი, ასევე ღობის ორივე მხარეს ადამიანებისა და საკუთრების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. შესაბამისი ზომების მიღება პირველ ყოვლისა მთავრობის პასუხისმგებლობაა. მან აიღო ვალდებულება, შეცვალოს არსებული ბარიერები და უზრუნველყოს მთავარი მისასვლელი გზა. თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ დაბლოკავენ მშენებლობასთან მისასვლელ გზას. მნიშვნელოვანია ამ აღებული ვალდებულებების პატივისცემა. მოქალაქეებსა და მთავრობას შორის ნდობის აღსადგენად, ასევე შეუქცევადი ზომებისგან თავის ასარიდებლად, ყველა ჩართულმა მხარემ უნდა გამოიჩინოს აუცილებელი თავშეკავება და მოახდინოს ერთმანეთთან კომუნიკაცია. ეს მედიაციის პროცესის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნულია ენერგეტიკული გაერთიანების ინფორმაციაში.