ევროკავშირის ელჩმა ბათუმში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე დრამზე დაუკრა [ვიდეო]

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ბათუმში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე დრამზე დაუკრა.

ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ნათია თოდუასა და ჯგუფ „ვაკის პარკის“ კონცერტით დასრულდა.

ევროპის დღის აღსანიშნად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ერთი დღით „ევროსოფლად“ გადაიქცა. მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასართობი აქტივობებით ევროკავშირში ემოგზაურათ, გაცნობოდნენ ევროკავშირის ისტორიას, გაეგოთ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ევროპის დღე ყოველ წელს აღინიშნება, წლევანდელი ღონისძიების თემა იყო „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“.