ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოფორმატი შეათანხმეს
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოფორმატი შეათანხმეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის წარმომადგენლობა ავრცელებს.
უნგრეთმა, რომელიც ამ დრომდე წინააღმდეგი იყო და ინიციატივას ბლოკავდა, თანხმობა განაცხადა.
მომდევნო ეტაპია სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად სტარტს აიღებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.
ევროკომისიაში 7 ივნისს დაადასტურეს, რომ უკრაინისა და მოლდოვის მიმართ ევროინტეგრაციის რეფორმებთან დაკავშირებით დადებითი ზეპირი შეფასება გასცეს.