ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას აპირებს და პოლტავაზე რუსული თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენლის, პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი კვლავ ერთგულია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალების კუთხით.
პოლტავაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას, რომლის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 298 დაშავდა, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ადასტურებს რუსეთის განზრახვას, განაგრძოს თავისი სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ.
„ჩვენ ვიზიარებთ მსხვერპლთა ოჯახების მწუხარებას და მხარს ვუჭერთ უკრაინის ხალხს“, – ნათქვამია განცხადებაში.