ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ოფიციალურად დღეს დაიწყებს
ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ოფიციალურად დღეს დაიწყებს

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ოფიციალურად დღეს დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს არის პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომელიც ევროკავშირსა და ამ ორ ქვეყანას შორის გაიმართება.

ლუქსემბურგში გამართულ მთავრობათაშორის კონფერენციაზე ევროპული მხარე წარადგენს მოლაპარაკებების ჩარჩოს, რომელიც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება.