ევროკავშირი უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1,5 მილიარდ ევროს დღეს გადასცემს
ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ 1,5 მილიარდ ევროს გადასცემს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
როგორც მან დაწერა, კიევისთვის პირველი ტრანშის გადაცემა დღეს მოხდება.
„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. უკრაინას თავდაცვისა და აღდგენისთვის კიევს დღეს 1,5 მილიარდ ევროს შემოსავალს გადავცემთ, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან არის მიღებული. არ არსებობს უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გამოყენება კრემლის ფულისთვის, ვიდრე ის, რომ უკრაინა და მთელი ევროპა უფრო უსაფრთხო გახადოს“, – წერს ფონ დერ ლაიენი.