ევროკავშირი სირიას 3.5 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გაუგზავნის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ბრიუსელში მას შემდეგ მიიღეს, რაც გაერთიანებას დახმარების თხოვნით სირიამ ოფიციალურად მიმართა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრას 2 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მძიმე ტექნიკის მწირი რაოდენობის გამო კი სამაშველო ოპერაციების დროული ჩატარება ვერ ხერხდება.