ევროკავშირი სირიას 3.5 მილიონი ევროთი დაეხმარება 

23:33, 08.02.2023

ევროკავშირი სირიას 3.5 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გაუგზავნის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ბრიუსელში მას შემდეგ მიიღეს, რაც გაერთიანებას დახმარების თხოვნით სირიამ ოფიციალურად მიმართა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრას 2 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მძიმე ტექნიკის მწირი რაოდენობის გამო კი სამაშველო ოპერაციების დროული ჩატარება ვერ ხერხდება.

მსგავსი