ევროკავშირი საბერძნეთში მყოფი ლტოლვილებისთვის 180 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საბერძნეთში მყოფი ლტოლვილებისთვის 180 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი საბერძნეთში მყოფი ლტოლვილებისთვის დამატებით 180 მილიონ ევროს გამოყოფს.  ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. თანხა საბერძნეთში ჰუმანიტარულ პროექტებს მოხმარდება.

„ჩვენი ჰუმანიტარული პროგრამები საბერძნეთში მყოფი ლტოლვილებისთვის არის ევროპული სოლიდარობის მკაფიო და ხმამაღალი გზავნილი. ჩვენ საბერძნეთში ვაგრძელებთ ლტოლვილების დახმარების ვალდებულების შესრულებას, რათა მათ უფრო უსაფრთხოდ და ღირსეულად იცხოვრონ“, – განაცხადა ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში ხრისტოს სტილიანიდესმა.

ევროკავშირი თანხას პროგრამა ESTIA-ს ფარგლებში გამოყოფს, რომელიც ლტოლვილების მხარადჭერასა და ინტეგრაციისკენაა მიმართული​.

2017 წლის ივლისში ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში 23 ათასი ცხოვრებელი ადგილი შეიქმნა, ფინანსური დახმარება კი 41 ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო.