ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს უკრაინას ჩერნობილში ხანძრების სრულ ლიკვიდაციაში
ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს უკრაინას ჩერნობილში ხანძრების სრულ ლიკვიდაციაში. ამის შესახებ განცხადება კრიზისების მენეჯმენტის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა გააკეთა.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ჩერნობილის აკრძალულ ზონაში სიტუაციის მეთვალყურეობას და საჭიროების შემთხვევაში მზად არის, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი აამოქმედოს.
მანამდე, ჩერნობილში ხანძრების ლიკვიდაციაში დახმარების მიზნით, უკრაინას 230 000 ევროს ღირებულების სპეციალური აღჭურვილობა გერმანიამ გადასცა.
ჩერნობილში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. რამდენიმე კერის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა.