ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში
ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში

ევროკავშირი მიუღებლად მიიჩნევს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება მას შემდეგ, რაც რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტაზე სამი შეთანხმება შედგა.

„ევროკავშირი კონფლიქტის მხარეებს ახსენებს მათ ვალდებულებებს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის შესახებ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, როგორც ეს 25 ოქტომბერს ვაშინგტონში იყო შეთანხმებული“, – ნათქვამია განცხადებაში.