ევროკავშირი მობილური ტელეფონის დამტენის ერთიანი სტანდარტის დანერგვას ითხოვს
ევროკავშირში მობილური ტელეფონის დამტენის ერთიანი სტანდარტის დანერგვას ითხოვენ. შესაბამისი ინიციატივით ევროკომისია დიდი ხანია გამოდის, თუმცა როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ამჟამად ევროკომისიაში შესაბამისი დირექტივის ამოქმედებაზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადავიდა.
„იმის გამო, რომ მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიები ნებაყოფლობით ამ დრომდე უარს ამბობენ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაზე, ევროკომისია სხვა ზომების გატარებას განიხილავს“, – აცხადებენ ევროკავშირში.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მობილური ტელეფონების 14 -მა მწარმოებელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ სტანდარტული დამტენის შემოღებაზე იმუშავებენ. ხელშეკრულებას ხელი Apple-მა, Samsung-მა, Huawei-იმ и Nokia-ამ მოაწერეს, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე კომპანიამ ამ პირობების შესრულებაზე უარი თქვა.
სხვადახხვა მობილური ტელეფონის მომხმარებლები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ Apple-ის და Samsung-ის ტელეფონებს სხვადახვა დამტენი სჭირდება.