ევროკავშირი მობილური ტელეფონის დამტენის ერთიანი სტანდარტის დანერგვას ითხოვს
ევროკავშირი მობილური ტელეფონის დამტენის ერთიანი სტანდარტის დანერგვას ითხოვს

ევროკავშირში მობილური ტელეფონის დამტენის ერთიანი სტანდარტის დანერგვას ითხოვენ. შესაბამისი ინიციატივით ევროკომისია დიდი ხანია გამოდის, თუმცა როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ამჟამად ევროკომისიაში შესაბამისი დირექტივის ამოქმედებაზე მუშაობა აქტიურ ფაზაში გადავიდა.

„იმის გამო, რომ მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიები ნებაყოფლობით ამ დრომდე უარს ამბობენ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაზე, ევროკომისია სხვა ზომების გატარებას განიხილავს“, – აცხადებენ ევროკავშირში.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მობილური ტელეფონების 14 -მა მწარმოებელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ სტანდარტული დამტენის შემოღებაზე იმუშავებენ. ხელშეკრულებას ხელი Apple-მა, Samsung-მა, Huawei-იმ и Nokia-ამ მოაწერეს, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე კომპანიამ ამ პირობების შესრულებაზე უარი თქვა.

სხვადახხვა მობილური ტელეფონის მომხმარებლები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ Apple-ის და Samsung-ის ტელეფონებს სხვადახვა დამტენი სჭირდება.