ევროკავშირი მილიარდერ ილონ მასკის დასანქცირებას გეგმავს.
„ბიბისის“ ცნობით, ევროკავშირი, ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალური ქსელის, „ტვიტერის“ დირექტორის, ილონ მასკის სანქცირებას გეგმავს.
„ილონ მასკმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზები და მალე სანქციებია“, – დაწერა ევროკომისარმა, ვერა იუროვამ საკუთარი „ტვიტერის“ ანგარიშზე.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ განაცხადა, რომ ციფრულ მომსახურებასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონი მოითხოვს მედიის თავისუფლების პატივისცემას.
სოციალურმა ქსელმა, „ტვიტერმა“ რამდენიმე რეპორტიორის, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ პროფილები დაბლოკა.
„ტვიტერის“ ანგარიშები დაიბლოკა მას შემდეგ, რაც რეპორტიორებმა ილონ მასკთან დაკავშირებული კრიტიკული პოსტები გაავრცელეს.