ევროკავშირი ფედერიკა მოგერინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირი ფედერიკა მოგერინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ფედერიკა მოგერინიმ ქართველ დიპლომატთან სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის საკითხი განიხილა.
„მავთულხლართების აღმართვა აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და უზღუდავს ხეხილის ბაღებისა და წყლის რესურსებისადმი წვდომას, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ვიცე-პრეზიდენტმა მოგერინიმ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და რომ ყველა მონაწილემ უნდა გამოიყენოს კომუნიკაციის არსებული საშუალებები“, – აღნიშნულია ფედერიკა მოგერინის უწყების განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აქტიურად ჩართული რჩება საქართველოში ვითარების სტაბილიზაციასა და კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევაში, მათ შორის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობით, ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლაარის ძალისხმევით, რომელიც უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა.
სატელეფონო საუბრისას ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.