ევროკავშირი ამერიკული კომპანია „მოდერნასგან“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს
ევროკავშირი ამერიკული კომპანია „მოდერნასგან“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

ევროკავშირი ამერიკული კომპანია „მოდერნასგან“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი კომპანიასთან კიდევ ერთ ხელშეკრულებას ხვალ გააფორმებს.

„ჩვენ ვქმნით ერთ-ერთ ყველაზე ყოვლისმომცველ ვაქცინის პორტფელს მთელს მსოფლიოში, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები პანდემიის დასრულებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მოდერნას“ განცხადებით, მათ მიერ წარმოებულმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, კვლევების მესამე ეტაპზე, 95 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა.