ევრო 2024 | გიორგი მამარდაშვილი - თურქეთს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ გამარჯვება ნებისმიერ გუნდთან შეიძლება #1TVSPORT
ევრო 2024 | გიორგი მამარდაშვილი - თურქეთს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ გამარჯვება ნებისმიერ გუნდთან შეიძლება #1TVSPORT

ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, მორიგი ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს „ჯვაროსნების“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა.

„გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით სრული შემართებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. კარგი მატჩები გველის. 100 პროცენტით მზად ვართ და ვიბრძოლებთ.

ფეხბურთია და თამაში ნებისმიერ გუნდთან შეიძლება. თურქეთთან რთული მატჩი გველის. იქნება გარკვეული წნეხი, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. მათ გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ღია ვარჯიშზე დიდი ენერგიით დავიმუხტეთ. ყოველდღიურად დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ვიცით, რომ ქომაგები მთელი გულით გვგულშემატკივრობენ და ვეცდებით, რომ გავახაროთ და გავიდეთ ჯგუფიდან“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მეკარე.