ევრო 2020. შესარჩევი. B ჯგუფი - უკრაინამ სერბეთი 5:0 გაანადგურა
შაბათის სათამაშო დღის ერთ-ერთი მთავარი მატჩი B ჯგუფში იმართებოდა -ერთმანეთს ხვდებოდნენ უკრაინა და სერბეთი, რომლებმაც მარტში პორტუგალიაში გასვლაზე ითამაშეს და კრიშტიანუ რონალდუს გუნდთან ფრეს მიაღწიეს.
უკრაინულ დაპირისპირებაში ბრძოლა არ შედგა – ანდრეი შევჩენკოს გუნდმა შეძლო მადრიდის „რეალში“ გადასული ლუკა იოვიჩის განეიტრალება, თავად კი ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა.
B ჯგუფი
უკრაინა-სერბეთი 5:0
გოლები: 1:0 ციგანკოვი (26), 2:0 ციგანკოვი (28), 3:0 კონოპლიანკა (46), 4:0 იარემჩუკი (59), 5:0 კონოპლიანკა (75)
ლიეტუვა-ლუქსემბურგი 1:1
გოლები: 0:1 როდრიგესი (21), 1:1 ნოვიკოვასი (74)
გაძევება: მიკოლიუნასი (42. ლიეტუვა), ვორობიოვასი (90+4. ლიეტუვა)
თ მ ფ წ ბ ქ
1. უკრაინა 3 2 1 0 7:1 7
2. ლუქსემბურგი 3 1 1 1 4:4 4
3. პორტუგალია 2 0 2 0 1:1 2
4. ლიეტუვა 2 0 1 1 2:3 1
5. სერბეთი 2 0 1 1 1:6 1
10 ივნისი
უკრაინა-ლუქსემბურგი (22:45)
სერბეთი-ლიეტუვა (22:45)