ევრო 2020. შესარჩევი. B ჯგუფი - უკრაინამ სერბეთი 5:0 გაანადგურა
ევრო 2020. შესარჩევი. B ჯგუფი - უკრაინამ სერბეთი 5:0 გაანადგურა

შაბათის სათამაშო დღის ერთ-ერთი მთავარი მატჩი B ჯგუფში იმართებოდა -ერთმანეთს ხვდებოდნენ უკრაინა და სერბეთი, რომლებმაც მარტში პორტუგალიაში გასვლაზე ითამაშეს და კრიშტიანუ რონალდუს გუნდთან ფრეს მიაღწიეს.

უკრაინულ დაპირისპირებაში ბრძოლა არ შედგა – ანდრეი შევჩენკოს გუნდმა შეძლო მადრიდის „რეალში“ გადასული ლუკა იოვიჩის განეიტრალება, თავად კი ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა.

B ჯგუფი

უკრაინა-სერბეთი 5:0

გოლები: 1:0 ციგანკოვი (26), 2:0 ციგანკოვი (28), 3:0 კონოპლიანკა (46), 4:0 იარემჩუკი (59), 5:0 კონოპლიანკა (75)

ლიეტუვა-ლუქსემბურგი 1:1

გოლები: 0:1 როდრიგესი (21), 1:1 ნოვიკოვასი (74)

გაძევება: მიკოლიუნასი (42. ლიეტუვა), ვორობიოვასი (90+4. ლიეტუვა)

თ მ ფ წ ბ ქ

1. უკრაინა 3 2 1 0 7:1 7

2. ლუქსემბურგი 3 1 1 1 4:4 4

3. პორტუგალია 2 0 2 0 1:1 2

4. ლიეტუვა 2 0 1 1 2:3 1

5. სერბეთი 2 0 1 1 1:6 1

10 ივნისი

უკრაინა-ლუქსემბურგი (22:45)

სერბეთი-ლიეტუვა (22:45)