„ევექსში“ აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში მათი კლინიკის ორი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
„ევექსის“ კლინიკაში აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში მათი კლინიკის ორი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, ორივე ექიმი ახალციხიდან იყო.
„ორივე იყო 70 წლამდე. ქალბატონი და მამაკაცი. მამაკაცი მკურნალობას გადიოდა ტრავმატოლოგიურ კოვიდადაპტირებულ ჰოსპიტალში. სამწუხაროდ, აღნიშნულ პაციენტებს ჰქონდათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები. რის ფონზეც ვირუსი უფრო რთულად განვითარდა“, – აცხადებენ „ევექსში“.