„ევექსის“ ქსელის დირექტორი - მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად კოორდინირებულად ვიმუშაოთ სახელმწიფო ინსტიტუტებმა და კერძო სექტორმა, რათა გამოწვევას ერთად გავუმკლავდეთ
შეხვედრა ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად იმუშაონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა და კერძო სექტორმა, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას რა გამოწვევის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა, – ამის შესახებ „ევექსის“ ქსელის დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი მინდიაშვილმა განაცხადა, „ევექსის“ ქსელის საავადმყოფოები სრულ მზადყოფნაშია და კლინიკის მედპერსონალს ინტენსიური გადამზადება და ტრენინგები უტარდება.
„პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს, მედპერსონალს, ვინც ახლა დგას და იმ ადგილას მუშაობს, სადაც მუშაობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია ამ გამოწვევის დასამარცხებლად.
დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს გამოწვევები სახელმწიფომ და კერძო სექტორმა მაქსიმალურად კოორდინირებულად დაამარცხონ და ეს არის რეალურად ამ წარმატების გასაღები. შეხვედრა ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად იმუშაონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა და კერძო სექტორმა, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას რა გამოწვევის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა.
„ევექსის“ საავადმყოფოები სრულ მზადყოფნაშია, ასევე მიმდინარეობს ინტენსიური გადამზადება და ტრენინგები, რათა თუ რომელიმე ჰოსპიტალში მოხვდა ასეთი პაციენტი იმართოს სწორად. იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.
მისივე თქმით, „ევექსის“ ქსელი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით 300-დან 400 საწოლამდე გამოყოს, სადაც უშუალოდ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურებიან.