ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას მევლანიტების სუფიური ორდენის წინამძღოლი, შეიხა ნური ესტუმრა
ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას მევლანიტების სუფიური ორდენის წინამძღოლი, შეიხა ნური ესტუმრა.
ორდენის 800-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველი ქალი ხელმძღვანელი მშვიდობის კათედრალში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას დაესწრო და თავადაც იქადაგა.
შეიხა ნური საქართველოში თბილელი მეტროპოლიტის, მეუფე მალხაზ სონღულაშვილის მოწვევით, სტამბოლიდან დერვიშ კოლეგასთან, სელჯუკ ჯანთან ერთად ჩამოვიდა.