ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას მევლანიტების სუფიური ორდენის წინამძღოლი, შეიხა ნური ესტუმრა

23:13, 04.03.2018

ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას მევლანიტების სუფიური ორდენის წინამძღოლი, შეიხა ნური ესტუმრა.

ორდენის 800-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველი ქალი ხელმძღვანელი მშვიდობის კათედრალში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას დაესწრო და თავადაც იქადაგა.

შეიხა ნური საქართველოში თბილელი მეტროპოლიტის, მეუფე მალხაზ სონღულაშვილის მოწვევით, სტამბოლიდან დერვიშ კოლეგასთან, სელჯუკ ჯანთან ერთად ჩამოვიდა.

 

მსგავსი