ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ ევანდერ ჰოლიფილდმა (44-10-2, 29KO) განაცხადა, რომ მზად არის რინგზე გავიდეს ვიდეობლოგერის ჯეიკ პოლის წინააღმდეგ.
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის თქმით, ის საგამოფენო ბრძოლაში მონაწილეობას მხოლოდ მსხვილი ჰონორარის სანაცვლოდ მიიღებს.
„ჯეიკი არასოდეს გამოსულა მოყვარულებში. დღეს ეს მისთვის ჰობია. ახლა ის ოდნავ უკეთ ერკვევა იმაში, თუ როგორ კეთდება ეს. ისეთი ადამიანები, როგორიც ის არის, კრივს სიამოვნებისთვის მისდევენ. ისინი არ ჩხუბობენ ასოციაციებში, რომლებსაც მართავენ WBC-ის ან IBF-ის მსგავსი ადამიანები.
არსებობენ ადამიანები, რომელთანაც მას რინგზე გასვლა სურს. ისინიც თანხმდებიან ამას, რადგან იციან, რომ ჯეიკს ბევრი გამომწერი ჰყავს. თუ ჯეიკს სჯერა, რომ ჩემი დამარცხება შეუძლია და საკმარის თანხასაც გადაიხდის, მე გავალ რინგზე. მაშინ ვანახებ ყველას, რა მოხდება“, – განაცხადა ჰოლიფილდმა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლიფილდი 19 ივნისს მაკბრაიდთან იჩხუბებს.