ტაისონ ფიურის ძმა ჯეიკ პოლს შეხვდება #1TVSPORT
ტაისონ ფიურის ძმა ჯეიკ პოლს შეხვდება #1TVSPORT

პოპულარულმა ვიდეობლოგერმა ჯეიკ პოლმა თავისი მომავალი მეტოქის ვინაობა შეიტყო.

პოლი ბრძოლას გამართავს სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონის, ტაისონის ფიურის ძმასთან, ტომი ფიურისთან.

ბრძოლა ოფიციალურად დადასტურებულია და ის 18 დეკემბერს, ფლორიდას შტატის ქალაქ ტამპაში გაიმართება.

„როგორც იქნა, ოფიციალურად. ტიმოტის არ ჰქონდა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ კონტრაქტი გაეფორმებინა, რათა მომავალში საშუალება ჰქონდეს ბარში ანგარიში გადაიხადოს ან ახალი პერანგი შეიძინოს.

ტომი, მოვიდა დრო, გამოეთხოვო შენს ოჯახურ საკრივო მემკვიდრეობას. შენ იოლ ფულს მიიღებ. ერთ-ერთი ჩვენთაგანი დაეცემა“, – დაწერა ჯეიკ პოლმა „ინსტაგრამში“.

ბრძოლა 87-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმართება და რვარაუნდიანი იქნება.