მაიკ ტაისონი და ჯეიკ პოლი ბრძოლას გეგმავენ #1TVSPORT
მაიკ ტაისონი და ჯეიკ პოლი ბრძოლას გეგმავენ #1TVSPORT

ცნობილი ბლოგერი და მოკრივე ჯეიკ პოლი მოლაპარაკებებს აწარმოებს ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივესთან მაიკ ტაისონთან საგამოფენო ბრძოლის ჩასატარებლად, რომლის ჰონორარი 50 მილიონი დოლარი იქნება, – ამის შესახებ გაზეთი The Sun წერს.

ბრძოლის გამართვა 2022 წლის ბოლოს ლას ვეგასში იგეგმება. პოლი, რომელსაც ორი დღის წინ 25 წელი შეუსრულდა, 30 წლით უმცროსია სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონზე. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

წყაროს ცნობით, პოლმა და ტაისონმა უკვე მიაღწიეს ზეპირ შეთანხმებას, თუმცა კონტრაქტი ჯერ არ არის გაფორმებული. მხარეებს რჩებათ ფინანსურ დეტალებზე მოლაპარაკება.