ევაკუაციის გამო, თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო, – ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მგზავრები ამ დროისთვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. როგორც გაფრენის, ისე მოფრენის ტერმინალში სამართალდამცველები მუშაობენ.
ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციასთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ „112“-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.
ევაკუაცია თბილისის აეროპორტში – LIVE