ევაკუაციის შემდეგ, თბილისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა
ევაკუაციის შემდეგ, თბილისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. ამის შესახებ სამართალდამცველებმა პირველი არხის კორესპონდენტს განუცხადეს, რომელიც აეროპორტში იმყოფება.

ინფორმაცია პირველ არხს შსს-შიც დაუდასტურეს.

პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.

ევაკუაციის გამო, რეისები შეფერხდა თელ-ავივის, ასტანასა და თეირანის მიმართულებით.

დატოვე კომენტარი