თბილისის აეროპორტამდე მისასვლელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია

19:38, 14.11.2017

თბილისის აეროპორტამდე მისასვლელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ამასთან, მგზავრებს სურვილის შემთხვევაში ფეხით გადაადგილების უფლებას აძლევენ.

ადგილზე სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ცნობილია, რომ შეზღუდვა თბილისის აეროპორტში გამოცხადებულ ევაკუაციას უკავშირდება.

მსგავსი