ევაკუაცია თბილისის აეროპორტში - ვიდეო 

თბილისის აეროპორტში ევაკუაციის შესახებ სოცილურ ქსელში ვიდეო ვრცელდება.

თბილისის აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ამ დროისთვის, თბილისის აეროპორტში გამნაღმველები მუშაობენ.

თვითმხილველების განცხადებით, თბილისის აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავიდან მგზავრებს არ უშვებენ. ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.

პირველი არხი დაუკავშირდა შსს-სა და აეროპორტს, სადაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.