აეროპორტში ცრუ შეტყობინების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
აეროპორტში ცრუ შეტყობინების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

აეროპორტში განხორციელებულ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით, გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო – ამის შესახებ პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. მოხდა მგზავრების ევაკუაცია, დეტალურად შემოწმდა აეროპორტის ორივე ტერმინალი და მიმდებარე ტერიტორია. მყისიერად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მიღებული შეტყობინება სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად, ყველა რეისი აღდგენილია. მგზავრთა რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო“, – აცხადებენ შსს-ში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხადებული. ევაკუაციის გამო, რეისები შეფერხდა თელ-ავივის, ასტანასა და თეირანის მიმართულებით.