შსს - აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა
შსს - აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა

აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. ამის შესახებ სამართალდამცველებმა პირველი არხის კორესპონდენტს განუცხადეს, რომელიც აეროპორტში იმყოფება.

ინფორმაცია პირველ არხს შსს-შიც დაუდასტურეს.

პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.

ევაკუაციის გამო, რეისები შეფერხდა თელ-ავივის, ასტანასა და თეირანის მიმართულებით.