საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩეულმა ევა გოცირიძემ მოსამართლის ფიცი დადო.
დღეიდან 10 წლის განმავლობაში, ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანტიას ატარებს.
საზეიმო ცერემონიალს პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებიც ესწრებოდნენ.
„ქალბატონი ევა მაღალი დონის პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, წარმატებით შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მოვალეობას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის კვოტით შევიდა.
ევა გოცირიძემ მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი ჩაანაცვლა.