ეუთო-ს თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდე საქართველოს ესტუმრება. ამის შესახებ ინფორმაცია ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ ანა ლინდე საქართველოს 16 თებერვალს ეწვევა და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
„ვიზიტის ფარგლებში ლინდე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს.
მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება ეუთო-სა და საქართველოს თანამშრმლობის განმტკიცება.
ეუთო-ს თავმჯდომარე ანა ლინდე, ასევე მოლაპარაკებებს გამართვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან, პარლამენტის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა განიხილოს ეუთო-ში შვედეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, ასევე გაიმართება პრესკონფერენცია ქართული მედიისთვის.
ეუთო-ს თავმჯდომარე ასევე გეგმავს ევროპის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრას.
საქართველოში ვიზიტის შესახებ ანა ლინდე სოციალურ ქსელშიც წერს.
„მივემგზავრები საქართველოში ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში. დავადასტურებთ ეუთო-ს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი კონფლიქტების გადაწყვეტის და ინსტიტუტების გაძლიერებაში-ორივე სფეროში, სადაც ქალებს და სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ“, – წერს ლინდე.