ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიტმირ ბუშატი დაინიშნა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინსტრი დიტმირ ბუშატი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ალბანელი დიპლომატის მანდატი მოიცავს სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში პოლიტიკური სიტუაციის მონიტორინგისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმონადგენელს შორის დიალოგის ხელშეწყობას.
„კერძოდ, მისი საქმიანობა მოიცავს, საპარლამენტო დონეზე მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით შერიგებასა და რეაბილიტაციას. ასევე განიხილოს გზები ნდობის განსამტკიცებლად და უფრო ხელასყრელი პირობების შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს ეუთო-ს ღირებულებებსა და პრინციპებზე, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მჭიდროდ იმუშავებს ეუთო-ს თავმჯდომარესთან, ასევე მინსკის ჯგუფთან და მათ თანათავმჯდომარეებთან და თვალს მიადევნებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განვითარებულ მოვლენებს.