იმ შემთხვევაში, თუ გვსურს, ცვლილებას მივაღწიოთ სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის მიმართულებით, გვჭირდება, რომ მამაკაცებიც გვიჭერდნენ მხარს და ამ პროცესში ქალთა რაოდენობის გაზრდის ინტერესი ჰქონდეთ, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მარგარეტა სედერფელდმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება.
მარგარეტა სედერფელდმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს კონფერენციაზე მიწვევისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის.
„მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს ქალთა ჩართულობა მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში. მსურს განვაცხადო, რომ ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. ქალბატონებო და ბატონებო, უდიდესი პატივი გახლავთ და ძალიან მიხარია, რომ უზომოდ მაღალი ინტერესია ამ ძალზე საინტერესო საკითხთან დაკავშირებით.
ასევე ძალიან მიხარია, რომ მამაკაცებიც არიან წარმოდგენილი დღევანდელ ღონისძიებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვსურს ცვლილებას მივაღწიოთ სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის მიმართულებით, გვჭირდება, რომ მამაკაცებიც გვიჭერდნენ მხარს და ჰქონდეთ ინტერესი, რათა ქალთა რაოდენობა ამ პროცესებში გაიზარდოს. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და გაგახსენოთ, რომ ეუთო, მოგეხსენებათ გახლავთ უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ევროპაში, დაარსდა ცივი ომის დროს, დიალოგი, ნდობა არის მთავარი ქვაკუთხედი ჩვენი და როდესაც მშვიდობაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩვენი მუშაობისა. დოკუმენტი, პარიზის ქარტია ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, რა პერსპექტივები არსებობს და რაოდენ მნიშვნელოვანია ქალთა პერსპექტივის გაჟღერება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მარგარეტა სედერფელდმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის გამო იძულებით გადადგილებულ პირთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
„მიმდინარე წლის 24 თებერვალს კიდევ ერთი ომი დაიწყო. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ესაა, სადაც ქალები ყველაზე მაღალ ფასს იხდიან. უკანასკნელი 100 დღის განმავლობაში შვიდი მილიონი ადამიანი იყო, ვინც უკრაინა სამწუხაროდ, დატოვა და დამატებით რვა მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე. მათი უმეტესობა გახლავთ ქალები და გოგონები. ვიყავი პოლონეთში, ლტოლვილთა ბანაკში და მძიმეა ნახვა ქალების, რომლებსაც უჭირავთ მცირეწლოვანი ბავშვები ხელში, მამაკაცები მათ პოლონეთამდე აცილებენ და შემდეგ ბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში, რათა დაიცვან უკრაინა. იძულებით გადაადგილება გახლავთ დიდი რისკი ტრეფიკინგისა, სექსუალური და გენდერული ძალადობისა და შევნიშნეთ, რომ ნამდვილად იზრდება და ეს გახლავთ ისეთი რამ, რაც გამოიყენება ომის დროს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ. დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს საშუალებას, გამოვიყენოთ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა, რათა ჩვენი ვალდებულებები გავაანალიზოთ და ასევე ჩავერთოთ ძალიან მნიშვნელოვან დიალოგში. ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ჩაერთოს ამის გადალახვაში. რაც შეეხება ქალებისა და გოგონების საკითხს კონფლიქტურ სიტუაციაში, 20 წლის წინ დამტკიცდა რეზოლუცია, ქალების უსაფრთხოების საბჭოს მიერ, 13/25 ქალები მშვიდობა და უსაფრთხოება. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ჩვენ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, რათა ქალთა ჩართულობა გაიზარდოს. რეზოლუციაში ხაზგასმულია ქალთა სრული თანაბარუფლებიანი მონაწილეობა და ძალისხმევა, რომ მოხდეს მშვიდობის უზრუნველყოფა. შემდგომ უსაფრთხოების საბჭომ ხელახლა დაამტკიცა თავიანთი მოტივაცია და ცხრა დამატებითი რეზოლუცია დაამტკიცა. სამწუხაროდ, ყველაფერი არაა დაკმაყოფილებული და ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ქალები ძალიან აქტუალურად უნდა იყვნენ ჩართული კონფლიქტური სიტუაციების მართვის მიმართულებით და არ უნდა გამოვტოვოთ. როგორც გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ქალებსა და მამაკაცებს შორის ბალანსი უნდა იქნას დაცული. ეს გახლავთ საწყისი, რომელსაც გენდერული დისბალანსი ეწოდება“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მარგარეტა სედერფელდმა.
მარგარეტა სედერფელდი ძალადობისა და განათლების საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ქალები და გოგონები საფრთხის წინაშე არიან, როდესაც ვსაუბრობთ სექსუალურ და გენდერულ ძალადობაზე.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, ხელმისაწვდომობა იმ სერვისებზე, რაც დაეხმარებათ ხელმისაწვდომობაში პოლიტიკაზე. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება იყვნენ საზოგადოების ნაწილი. ავღანეთში ქალები და გოგონები ძალიან აქტიურად იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის. ძალიან რთულია, როდესაც ვსაუბრობთ გენდერზე დაფუძნებულ ძალადობაზე, გაუპატიურებაზე, რაც სამწუხაროდ უკრაინაში ხდება და ეს საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. იმ შემთხვევაში, თუ გვსურს, რომ მდგრადი მშვიდობა გვქონდეს, უნდა უზრუნველვყოთ ეფექტური განხორციელება საზოგადოების ყველა დონეზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წავახალისოთ სრული თანაბარუფლებიანი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო დონეზე მოხდეს ქალთა გაძლიერება.
თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხართ მაგალითი ახალგაზრდა ქალებისთვის, რადგანაც შესაძლებელია უმაღლესი პოლიტიკური პოზიცია დაიკავოს ქალმა. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ადგილობრივი ქალი ლიდერები და საერთაშორისო დონეზე უნდა მოხდეს ქალთა გაძლიერება, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების განხორციელება გსურთ, მარტო ვერ მოახერხებთ ამას, ქსელის ნაწილი უნდა იყოთ, უნდა გყავდეთ ვიღაც, ვისთან ერთადაც იმუშავებთ. მე ასევე მსურს ვახსენო, რომ ეუთო-სთვის უსაფრთხოება გახლავთ უმნიშვნელოვანესი. კონცეფცია ფოკუსირდება უსაფრთხოების პერსპექტივაზე. სამი ქვაკუთხედი არსებობს – პოლიტიკური უსაფრთხოება, გარემო, ადამიანის უფლებები და დემოკრატია. ეს გვაჩვენებს, რომ უსაფრთხოება გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა. სტატისტიკა გვაჩვენებს რომ ქალები არიან მსხვერპლი საომარ მდგომარეობაში. ქალები და ბავშვები არიან ლტოლვილთა 80%, რომლებმაც დატოვეს თავიანთი ქვეყანა ომის გამო. ეს ხაზს უსვამს ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში ცვლილებები გატარდეს, დემობილიზაცია მოხდეს“, – აღნიშნა მარგარეტა სედერფელდმა.