ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია - აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ გაუარესდა
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ხშირ დარღვევაზე საუბრობენ.
„მიმდინარე კვირას აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ გაუარესდა. ერთი კვირის განმავლობაში დამკვირვებლებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 6 500 შემთხვევა დააფიქსირეს. ეს წინა კვირასთან შედარებით, 70%-იანი ზრდაა“, – აღნიშნა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ალექსანდრ ჰუგმა.
ეუთო-ს მისიაში ასევე აცხადებენ, რომ დამკვირვებლებმა 46 ერთეული შეიარაღება ისეთ ადგილებში შენიშნეს, რომელიც ტექნიკის გაყვანის შეთანხმებას არ შეესაბამება.