ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაწეული ფასილიტაციისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა
ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაწეული ფასილიტაციისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა, – განცხადება ამის შესახებ ჰელგა მარია შმიდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მიზანი მიღწეულ იქნა ბევრი აქტორის ეფეტური თანამშრომლობის შედეგად.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ ფასიტილაციისთვის, რაც მან გასწია მის მეზობლებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის კუთხით. ეს იყო სხვადასხვა აქტორს შორის არაჩვეულებრივი თანამშრომლობის მაგალითი, მათ შორის ევროკავშირსა და შვედეთის ხელმძღვანელობით, ეუთო-ს მონაწილეობით. ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის შესახებ, სადაც ეუთო დარჩება ძალიან აქტიურად ჩართული“, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.